logo-top-3

კურსები

ვრცლად
logo-top-2

პროგრამები

ვრცლად
logo-top-1

ტრენინგები

ვრცლად

პოპულარული კურსები

რეგრესიული ჰიპნოზი

0
0
student
₾1,000.00

ინფობიზნესი

0
0
student
₾1,500.00

ტაროლოგია

0
0
student
₾1,500.00

დაგეგმილი ტრენინგები

500
კურსდამთავრებული/სტუდენტი
15
სპეციალური კურსი
10
კვალიფიცირებული ტრენერი
ნიშნები სამყაროსგან
ემოციები
მინიშნებანი

მომხმარებლის ხმა

რას ამბობენ ჩვენ შესახებ

103346304_3157902437611068_6356495090193984616_n

ნათია ნაწიფარაშვილი

საბერძნეთი

მინდა უღრმესი მადლობა გადაგიხადოთ ყველას  ამ კურსების შემუშავებისთვის ამ გათვითცნობიერებისთვის რაც მე აქ მივიღე. სულის ზეიმი იყო ჩემთვის ეს ” პატარა მოგზაურობა”.რამაც მომცა ძალიან დიდი რესურსი, როგორც ენერგეტიკული ასევე სულიერი.
გავიგე არსი თუ რატომ არის საჭირო საგვარეულო ხაზი იყოს ძლიერი. გავერკვიე ჩემს პრობლემებში. გავერკვიე რატომ მაქვს მულადჰარა ჩაკრა დისბალანსში. ასევე გულის ჩაკრაც. დავიწყე ამ თემებზე მუშაობა და შედეგი ყოველ დღე სახეზეა. შემიძლია დაუსრულებლად ვილაპარაკო იმ აღმოჩენებზე რაც მე გავაკეთე თქვენი ამ კურსის წყალობით. მადლობა კიდევ ერთხელ ჩემი ” ახალი მეს” აღმოჩენისთვის და იმ სიხარულისთვის რაც ამ აღმოჩენებს მოყვა. მუდამ თქვენი მადლიერი მე💕💕💕💕

108453712_3157879200946725_2725772339261237161_n

გვანცა ტატალაშილი

საქართველო

ამ ენერგეტიკულმა პრაქტიკებმა მომცა მოტივაცია და ენერგია.გაზარდა ჩემში ნებისყოფა. ძალიან მიჭირს ვიპოვო ის ისიტყვები,რომლებიც უსაზღვრო მადლიერებას გამოხატავს,შევიგრძენი სულიერი სიმშვიდე.ვისწავლე პოზიტიური აზროვნება და ემოციების მართვა.შევიცვალე პიროვნულად გავიზარდე და გავძლიერდი ენერგეტიკულად. მსურს განსაკუთრებული მადლიერება და პატივისცემა გამოვხატო,ამ ადამიანების მიმართ,რომლებსაც დიდი როლი მიუძღვით ჩემს გარდასახვაში.მადლობა:ინგა ბლესს,ანა ბულბულაშვილს,ქეთის და ჩვენ გოგოებს.რაც დრო გადის ვაცნობიერებ რომ სწორედ ეს ადამიანები არიან ვინც კი შეიძლება გამოეგზავნა სამყაროს ჩემთვის,რომელსაც ჯილდოს სახით გვიგზავნის ღმერთი.ეს არის ჩემი ახალი ცხოვრების დასაწყისი!

108591716_3157866487614663_1769281769171514288_n

ნინო დუნდუა

საქართველო

შემიძლია ვთქვა რომ ჩემი ცხოვრება იყოფა ორ ნაწილად აკადემიამდე და აკადემიის შემდეგ ,ველოდებოდი რომ ცვლილებებს მოახდენდა მაგრამ არც ამდენად ,ყველაზე მნიშვნელოვანი რაც ვისწავლე ის არის რომ ვისწავლე საკუთარი თავის მართვა.
ვისწავლე პოზიტიური აზროვნება ,პრობლემებთან ადვილად გამკლავება და მათში ახალი გამოწვევების დანახვა. უფრო მეტად შევიყვარე საკუთარი თავი,ვისწავლე საკუთარი თავის პატივისცემა .
აკადემიამ ჩემი ცხოვრება შეცვალა და ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს ვინც დამეხმარა ამ ყველაფრის მიღწევაში .

107541222_3142846125783366_4850690905704589954_o

მაკა გველესიანი

საქართველო

გამარჯობა! მე ვარ მაკა გველესიანი, IBEL აკადემიის მე4 ნაკადის კურსდამთავრებული.

ჩემი ძირითადი პროფესიაა სამედიცინო ფსიქოლოგი, არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანი მოთხოვნილება გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და უნარები ადამინების დასახმარებლად.

თეორიული ცოდნა არ მაძლევდა ამის საშუალებას. შემდეგ ცხოვრებამ სხვა კუთხით წამიყვანა და ნელ-ნელა ჩემი პროფესიისადმი ინტერესიც განელდა.
შემდეგ მოხდა ისე, რომ როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდები, მეც დამიდგა საკმაოდ მძიმე პერიოდი, მოხდა მოვლენების და ღირებულებების გადაფასება, ემოციების გაუფერულება, შინაგანი კონფლიქტები და მივხვდი რომ საკუთარი თავისთვის აუცილებლად უნდა მეშველა, როგორღაც უნდა მეშველა და არა მარტო ჩემი თავისთვის, გარშემო მყოფებისთვისაც ( ვირუსივით არის მოდებული არაჯანსაღი მდგომარეობა )

და სწორედ ამ პერიოდში გამახსენდა, რომ ჩემი პროფესია ხომ ეს იყო. დავიწყე ძიება და ვიპოვე ის რაც მინდოდა , რაც მჭირდებოდა „IBEL აკადემია“
ბევრი არ მიფიქრია, დავიწყე სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო, სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა ამ საოცარი, ვიტყოდი ჯადოსნური ,ტექნიკებით მუშაობა. დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა,გავიზარდე პიროვნულად, დავიწყე საკუთარ თავთან დიალოგი, საკუთარი მიზნების სტრუქტურირება, საკუთარი ემოციების მართვა.

ამიმაღლდა თვითშეფასება, და რაც ყველაზე მთავარი შემიყვარდა საკუთარი თავი , ვისწავლე „მინდა“ს ჩამოყალიბება და ამ „მინდა“სკენ სწორად სიარული .ავიღე ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, მომეცა პროფესიული წინსვლის და განვითარების საშულება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინგა ბლესს და ანა ბულბულაშვილს, დიდი მადლობა მთელ გუნდს ასეთი პროფესიონალიზმისთვის, ასეთი სიყვარულისთვის, ასეთი თანადგომისთვის, ასეთი დაუღალავი შრომისთვის, ასეთი სასრგებლო და აუცილბელი საქმინობისთვის. ვთვლი რომ უდიდეს საქმეს აკეთებთ დღევანდელ რეალობაში .

მიყვარხართ 😗 და მადლობა თქვენ!!!!

108346596_3157857860948859_8021544175921135148_n

ანა კურტანიძე

საქართველო

რა მომცა IBEL აკადემიამ?
ამისრულა ოცნება – დღეს მე სერტიფიცირებული ქოუჩი ვარ.
მომცა ის პრაქტიკული ცოდნა, რომელსაც ჩემი ოცნების ასასრულებლად ვიყენებ -პრაქტიკული ტექნიკების მრავალფეროვნება, მათი სიძლიერე და ხარისხი, რომელსაც ყველა ჩემი კლიენტი ერთპიროვნულად აღიარებს.

ქოუჩინგში სწავლა სასიამოვნო გამოწვევა იყო. ეს იყო ჩემი პირველი ნაბიჯი “დიდი ქოუჩინგის გზაზე” და მე მადლიერი ვარ ყველა იმ ხელმძღვანელის, რომელმაც ენერგია, ცოდნა და დრო არ დაიშურა, იმისთვის, რომ ხელი შეეწყო ჩემი სწავლისა და განვითარებისთვის.

108206319_3157893114278667_7299825070827833452_n

მადონა ჯავახიშვილი

საბერძნეთი

ენერგეტიკული პრაქტიკების პირველმა მოდულმა,მომცა საშუალება, აღმომეჩინა ჩემში ახალი უნარები და შესაძლებლობები. ქალბატონი ინგა ბლესსის მიერ ჩატარებული თითოეული ლექცია და ენერგო, პრაქტიკა, ჩემთვის იყო სიახლის,სიხარულის,საკუთარი თავის მიმართ რწმენის სტიმულატორი. მადლობა ქალბატონ ინგას ჩვენს კურატორს უსაყვარლეს ანა ბულბულაშვილს და გულისხმიერ ქეთის. მადლობა თითოეულ ჩემს კურსელს,რომლებთანაც საინტერესო და ნაყოფიერი თანამშრომლობა მქონდა სწავლის პერიოდში.

წარმატებებს გისურვებთ!

107546977_3142844975783481_3829668796682375318_n

ნანა საყურაშვილი

საქართველო

დიდი ხანი ვადევნებდი თვალს IBEL აკადემიის გვერდს. ქოუჩინგის შესახებ აქ გავიგე პირველად და საოცრად დამაინტერესა. დრო როგორც კი გამოვნახე, მოვედი ქოუჩინგის შესასწავლად. მოლოდინი ნამდვილად გამიმართლდა, დავასრულე ქოუჩინგის 1 მოდული, რომელიც ძალიან საინტერესო და ნაყოფიერი იყო ჩემთვის. საოცრად საინტერესო იყო თოთოეული ლექცია. ვხედავდი კვირიდან კვირამდე როგორ ვიცვლებოდი როგორ დავალაგე აზრები და სურვილები რომლებსაც მომავალში განვახორციელებ. ძალიან დიდი მადლობა ინგა ბლესს ასეთი აკადემიის დაარსებისთვის და ვუსურვებ დიდ წარმატებას მთელს კოლექტივს.
პატივისცემით,